აქტუალური
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თალკვაძე გუშინდელ პლენარულ სხდომაზე აირჩიეს.

კენჭისყრაზე არჩილ თალაკვაძეს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 24 აპრილს დატოვა.