აქტუალური
ცხინვალში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ გამოყენებით ვაქცინაცია დაიწყო

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ცხინვალში გუშინ რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ გამოყენებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ანატოლი ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო“,- განაცხადა გასიევამ სააგენტოსთან საუბარში.

ცნობისათვის, ცხინვალის ე.წ. „ჯანდაცვის მინისტრმა“ გიორგი ტოჩიევმა 22 აპრილს განაცხადა, რომ რეგიონში „სპუტნიკის“ შემოტანას ორ კვირაში ელოდნენ.