უცხოეთი
ბილ და მელინდა გეიტსებმა განქორწინების შესახებ განაცხადეს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ბილ და მელინდა გეიტსები 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდებიან. კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელეს.

„ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულოთ ჩვენი ქორწინება. ვფიქრობთ, ჩვენი ცხოვრების შემდეგ ფაზაში, როგორც წყვილი ერთად ვეღარ განვვითარდებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბილ გეიტსის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბილ და მელინდა გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ. წყვილი გეიტსების ფონდს ხელმძღვანელობს. მათი თქმით, ისინი თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

1tv.ge