უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 17 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 440 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 17 378 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 334 204-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 440 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 129 801 -მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.8 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.

interpressnews.ge