უცხოეთი
ვლადიმირ პუტინი: „წარსულის მიუხედავად, გახსნილები უნდა ვიყოთ“

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმირუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტატია, რომელიც დიდი სამამულო ომის დაწყების მე-80 წლისთავს ეძღვნება, გერმანულ გაზეთ Die Zeit-ში გამოქვეყნდა

ზუსტად 80 წლის წინ, 1941 წლის 22 ივნისს, ნაცისტები, დაიპყრეს რა პრაქტიკულად მთელი ევროპა, სსრკ-ს დაესხნენ თავს. საბჭოთა ხალხისთვის დაიწყო დიდი სამამაულო ომი − ყველაზე სისხლისმღვრელი ქვეყნის ისტორიაში. დაიღუპა ათობით მილიონი ადამიანი, გიგანტური ზარალი მიადგა ეკონომიკურ პოტენციალსა და კულტურულ მონაპოვარს.

ჩვენ ვამაყობთ წითელის არმიისა და ზურგის მშრომელების სიმამაცითა და სიმტკიცით, რომლებმაც არა მარტო დაიცვეს და შეინარჩუნეს სამშობლოს დამოუკიდებლობა და ღირსება, არამედ დამონებისგან იხსნეს ევროპა და მსოფლიო. და ვინც უნდა ცდილობდეს ახლა წარსული ფურცლების გადაწერას, სიმართლე ისაა, რომ საბჭოთა ჯარისკაცი გერმანიის მიწაზე მივიდა არა გერმენელებზე შურის საძილებლად, არამედ განმათავისუფლებელის კეთილშობილური, დიდებული მისიით. ჩვენთვის ნაციზმთან მებრძოლი გმირების ხსოვნა წმინდაა. ჩვენ მადლიერებით ვიხსენეთ ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებს, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს, გერმანელ ანტიფაშისტებს, რომლებმაც საერთო გამარჯვებას დაგვაახლოვეს.

გადაიტანეს რა მსოფლიო ომის საშინელებები, ევროპის ხალხებმა მაინც შეძლეს გადაელახათ გაუცხოება და აღედგინათ ურთიერთნდობა და პატივისცემა, კურსი ინტეგრაციისკენ აიღეს, რათა გასული საუკუნის პირველი ნახევრის ტრაგედიები საბოლოოდ გადაეხაზათ. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ასეთი ევროპის ჩამოყალიბებაში კოლოსალური როლი შეასულა ჩვენი ხალხისა და გერმანელების ისტორიულმა შერიგებამ. შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ გერმანელი მეწარმეები გახდნენ ომისშემდგომ წლებში ჩვენს ქვეყანასთან კოოპერაციის პიონერები. 1970 წელს სსრკ-სა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის „საუკუნის გარიგება“ დაიდო, ევროპისთვის ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიწოდებების თაობაზე, რამაც საფუძველი ჩაუყარა კონსტრუქციულ ურთიერთგაგებას და ბევრი შემდგომი გრანდიოზული პროექტის, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დასაწყისად იქცა.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ცივი ომის დასრულება ევროპის საერთო გამარჯვება იქნებოდა. გვეგონა, რომ სულ ცოტაც, და შარლ დე გოლის ოცნება ერთიან კონტინენტზე რეალობად იქცეოდა − არა გეოგრაფიულ „ატლანტიკიდან ურალამდე“, არამედ კულტურულ და ცივილიზაციურ „ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.

სწორედ ამ ლოგიკით − საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით გაერთიანებული დიდი ევროპის აგების ლოგიკით − ცდილობდა რუსეთი ევროპელებთან ურთიერთობების განვითარებას. ჩვენც და ევროკავშირმაც ბევრი გავაკეთეთ ამ გზაზე.

მაგრამ იმძლავრა სხვა მიდგომამ, რომელსაც საფუძვლად ედო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება, რომელიც თავად წარმოადგენდა ცივი ომის რელიქტს. სწორედ ბლოკის აღმოსავლეთისკენ სწრაფვა, რაც , სხვათა შორის, იმით დაიწყო, რომ საბჭოთა ხელისუფლება ფაქტობრივად დაიყოლიეს გაერთიანებული გერმანიის ნატოში გაწევრიანებაზე, გახდა ევროპაში უნდობლობის სწრაფი ზრდის მთავარი მიზეზი. მაშინ გაცემული სიტყვიერი დაპირებები, „ეს თქვენ წინააღმდეგ არ არის მომართული“, „ბლოკის საზღვრები თქვენ არ მოგიახლოვდებათ“ − იჩქარეს და სწრაფად დაივიწყეს. პრეცედენტი კი შეიქმნა.

და ამას 1999 წლიდან ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა მოჰყვა. ორგანიზაციაში 14 ახალი ქვეყანა შევიდა, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რამაც ფაქტობრივად დაასამარა ოცნება ერთიან, გამყოფი ხაზების გარეშე კონტინენტზე. რაზეც, სხვათა შორის, 80-იანების შუა წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქგონ ბარი გვაფრთხილებდა, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის კარდინალურად შეცვლას გვთავაზობდა გერმანიის გაერთიანების შემდეგ, თანაც როგორც სსრკ-ის, ისე აშშ-ის მონაწილეობით, სამწუხაროდ, არც საბჭოთა კავშირში, არც შეერთებულ შტატებში და არც ევროპაში მაშინ მისი მოსმენა არავინ ისურვა.

უფრო მეტიც, ბევრი ქვეყანა ხელოვნური არჩევანის წინაშე დადგა: ყოფილიყო ან კოლექტიური დასავლეთის, ან რუსეთის გვერდით. ფაქტობრივად ეს ულტიმატუმი იყო. რა შედეგებიც მოჰყვა ამ აგრესიულ პოლიტიკას, ეს უკრაინის 2014 წლის ტრაგედიის მაგალითზე ვიხილეთ. ევროპამ აქტიურად დაუჭირა მხარი უკრაინაში ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას. აქედან დაიწყო კიდეც ყველაფერი. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მაშინ მოქმედი პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკვე თანახმა იყო ოპოზიციის ყველა მოთხოვნის შესრულებაზე. რატომ მოაწყო აშშ-მა გადატრიალება, რაშიც ევროპის ქვეყნებმა უნებისყოფოდ დაუჭირეს მხარი და ამით თავად უკრაინაში გამოიწვიეს განხეთქილება და ყირიმის მისი შემადგენლობიდან გასვლა?

ახლა ევროპის უსაფღთხოების მთელი სისტემა ძალიან დეგრადირდა. იზრდება დაძაბულობა, რეალურ სახეს იძენს ახალი გამალებული შეიარაღების რისკები. ჩვენ ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომელთაც კოოპერაცია იძლევა, მით უმეტეს, რომ ახლა, როცა ყველა ერთად შევეჯახეთ საერთო გამოწვევებს − პანდემიასა და მის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს − ის ასე მნიშვნელოვანია .

რა ტომ ხდება ასე? და მთავარი, რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ერთად? ისტორიის რომელი გაკვეთილები უნდა გავიხსენოთ? ვ ფიქრობ, უპირველესად ის, რასაც დიდი ევროპის მთელი ომისშემდგომი ისტორია ადასტურებს: ჩვენი საერთო კონტინენტის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოს ყველა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის, ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. იმიტომ რომ რუსეთი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და ჩვენ ევროპათან განუყოფელ კულტურულ და ისტორიულ კავშირს ვგრძნობთ.

ჩვენ გახსნილები ვართ პატიოსანი, აღმსენებლობითი ურთიერთქმედებებისთვის. ამას ადასტურებს ჩვენი იდეაც თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რომელშიც სხვადასხვა საინტეგრაციო ფორმატები, მათ შორის ევროკავშირი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, შევიდოდა.

ისევ ვიმეორებ: რუსეთი მხარს უჭერს ევროპასთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის აღდგენას. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესების მომცველი თემა გვაქვს. ეს არის უსაფღთხოება და სტრატეგიული სტაბილურობა, ჯანდაცვა და განათლება, ციფრიზაცია, ენერგეტიკა, კულტურა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა.

მსოფლიო დინამიურად ვითარდება, ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს ეჯახება. და ჩვენ უბრალოდ ვერ მივცემთ თავს უფლებას, თან ვათრიოთ წარსული უთანხმოებების, წყენების, კონფლიქტებისა და შეცდომების ტვირთი. ტვირთი, რომელიც ხელს შეგვიშლის აქტუალური პრობლემების გადაჭრაზე კონცენტრირებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ ეს შეცდომები და გამოვასწოროთ ისინი. ჩვენი საერთო და უდავო მიზანი − ეს კონტინენტური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა გამყოფი ხაზების გარეშე, ერთიანი სივრცეა თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და საყოველთაო განვითარებისთვის ევროპისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

sputnik-georgia.com