აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველო 165-ე ადგილზეა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა. საქართველოს ჩამორჩება იამაიკა, ნიგერია, ვიეტნამი, უზბეკეთი, იემენი, პაკისტანი, ანგოლა, მოზამბიკი და სხვა.
საქართველოში ინფლაციას ხშირად გარეფაქტორებს, ძირითადად, ხორბლისა და ენერგომატარებლების გაძვირებას აბრალებენ, თუმცა სავალუტო ფონდის მონაცემებიდან ირკვევა და ექსპერტებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდება და მისი მხოლოდ საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება არ არის მართებული.