პოლიტიკა
სააკაშვილი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ამოქმედების შემდეგ, უკრაინამ უნდა დაიწყოს საკუთარი ენერგორესურსების, კერძოდ, "მწვანე" წყალბადის მოპოვება!

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხი „უკრაინა 24“–ის ეთერში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, გაზსადენის ამოქმედების შემდეგ, უკრაინის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შემცირდება. ”ეს უნდა ანაზღაურდეს იმით, რომ უკრაინამ უნდა განავითაროს თავისი რესურსები, მათ შორის მწვანე წყალბადი”, - აღნიშნა აღმასკომის ხელმძღვანელმა.

იგი მიიჩნევს, რომ გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის გაგრძელების შესახებ მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსეთის გარანტიების ნდობა არ შეიძლება, ხოლო მოსკოვი აპირებს შავი ზღვის "გადაკეტვას" უკრაინისთვის, რადგან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ენერგორესურსების საბადოებია.