უცხოეთი
ლიმიტი ამოწურულია: აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო დეფოლტის საფრთხეებზე ალაპარაკდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმიამერიკული სახელმწიფო ვალი, რომელმაც პანდემიის პერიოდში ეკონომიკის ზომებს გადააჭარბა, იმდენად დიდია, რომ გასაზრდელიც აღარაფერი დარჩა - მთავრობაში დეფოლტის რისკებზე ალაპარაკდნენ. - ნატალია დემბინსკაია

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა ირეაგიროს. რა მოხდება, თუ კრედიტორები აშშ-ის გადახდისუნარიანობაში დაეჭვდებიან — იხილეთ РИА Новости-ს მასალაში.

უზარმაზარი ვალი

ამერიკელები 20087 წლის კრიზისის შემდეგ აქტიურად ზრდიან საგარეო სესხებს. ობამას დროს ვალებმა ცხრა ტრილიონით მოიმატა, ხოლო ტრამპის დროს — კიდევ შვიდით. 2018-ში უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 78 პროცენტი იყო, რაც მსოფლიო ბანკმა სახიფათოდ შეაფასა.

პროგნოზების მიხედვით, სახელმწიფო ვალს აშს-ის ეკონომიკისთვის მხოლოდ ათი წლის შემდეგ უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ ეს ბევრად ადრე მოხდა — პანდემიისა და ეროვნული მეურნეობის მხარდაჭერაზე გაწეული ხარჯების გამო. დამოუკიდებებლი დათვლებით, 2020 წელს ხელისუფლებამ ეკონომიკაში თითქმის ცხრა ტრილიონი დოლარი ჩადო. შედეგად ვალი ახლა მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია.

ეს მაჩვენებელი მარტის ბოლოსთვის 28 ტრილიონი დოლარი, ანუ მშპ-ს 101 პროცენტი იყო. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, 1946 წელს, როდესაც მშპ 106% იყო. ვალის რაოდენობა კი ზრდას განაგრძობს: ახლა უკვე 28,5 ტრილიონია. კანონის თანახმად, მეტის სესხება უკვე აღარ შეიძლება.

ზღვრული დონე

აშს პირველად არ ეჯახება სახელმწიფო ვალის უკიდურეს დონეს. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ამ მაჩვენებელს გამუდმებით ზრდიან.

2019 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ვალის შეუზღუდავ ზრდას ითვალისწინებს 2021 წლის 31 ივლისამდე. ამის შემედგ კი გაყინვის მომენტი დადგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო ვეღარ შეძლებს დამატებითი თანხების შეგროვებას ობლიგაციების გაყიდვით.

მაგრამ ვაშინგტონი ამის გარეშე ვერაფერს გახდება. ეკონომიკის მხარდასაჭერად გაწეული უსაზღვრო „პანდემიური“ ხარჯები სახელმწიფოს ბიუჯეტში რეკორდულ ნაპრალად შეუბრუნდა.

საბიუჯეტო დეფიციტი ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით იფარება. 2020 ფინანსურ წელს (დამთავრდა 30 სექტემბერს) დეფიციტი სამზე მეტჯერ გაიზარდა — 3,1 ტრილიონ დოლარამდე. ხოლო როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ზომა ჩაითვლება, ეს მაჩვენებელი ოთხ ტრილიონს მიაღწევს.

საგანგებო ზომები

ამგვარად, ვაშინგტონს აქვს ორი გზა: ან სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი გაზარდოს 31 ივლისამდე, ან სესხებზე ლიმიტის მოქმედება შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი აფრთხილებდა კონგრესს წერილობით, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება, ხოლო ეკონომიკას „დამატებითი საგანგებო ზარალი“ მიადგება.

ფინანსთა სამინისტროს „დამატებითი საგანგებო ზომების“ მიღება მოუწევს. მაგრამ, როგორც იელენმა გაუსვა ხაზი, ხაზინის შესაძლებლობები, გამოიყენოს სახელმწიფოს საგანგებო დაფინანსება, ძლიერ შეზღუდულია.

„აქ, ფაქტორების სიმრავლის გამო, მნიშვნელოვანი გაურკვევლობაა — გადასახადების მნიშვნელოვანი გაურკვევლობაა მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის, რამდენიმე თვით ადრე გადასახადებისა და შემოსავლების პროგნოზირების პრობლემების ჩათვლით“, — დააზუსტა მინისტრმა.

მაგრამ თუ „ჭერი“ არ აიწევა, ახალი ფინანსური წლისთვის, 1 ოქტომბრისთვის, ვალების მომსახურების უნარი ჩამოიშლება. კერძოდ, იმავე დღეს აშშ-ის ხაზინას ხარჯების 150 მილიარდი დოლარით შემცირება მოუწევს.

ფინანსთა მინისტრი ფაქტობრივად სახელმწიფო ვალის რეკორდულ ზრდას ცდილობს. მაგრამ კონგრესში ამ საკთხზე ეღყანობა არ არსებობს. დემოკრატების აზრით, ზღვრული დონის აწევა საჭიროა. რესპუბლიკელები კი პრეზიდენტ ბაიდენისა და მთავრობისგან ხარჯების დაწევასა და უზარმაზარი დავალიანების შემცირებისთვის აუცილებელი ზომების გატარებას მოითხოვენ.

არაფერი კარგი

დიდი ალბათობით, უკიდურესი სესხების თამასა კიდევ ერთხელ აიწევს. აშშ-ის დეფოლტის სცენარს კი ეკონომისტები „სამყაროს აღსასრულად“ განიხილავენ.

„ამერიკელებს არასდროს დაუშვიათ ასეთი რამ. ეს სახიფათო პრეცედენტი იქნებოდა“, — აღნიშნა JPMorgan-ის მთავარმა ეკონომისტმა მაიკლ ფეროლიმ.

ამასთან ბაზრებზე პანიკის გამოწვევა დეფოლტის მ ხოლოდ შესაძლებლობასაც კი შეუძლია. ასე რომ, თუ არაფერს იღონებენ, აშშ-ის ხაზინა უკვე 30 ივლისს ვეღარ შეძლებს ვერც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვას შეძლებს და ვერც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ქაღალდებისა.

2011 წელს წარმოადგენელთა პალატის უარის გამო სესხებზე ზღვრული დონის აწევასა დეფოლტი სადღთხის გამო, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა აშშ-ის სუვერენული საჯრედიტო რეიტინგი დაწია, რაც პირველად მოხდა ისტორიაში. ამას ლამის საფონდო ბირჯის ჩამოშლა მოჰყვა: S&P-ის ინდექსი ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში ეცემოდა მანამ, სანამ კანონმდებლებმა გარიგენბა არ დადეს.

როგორც CNBC აღნიშნავსმ ამჯერად იმ კრედიტორებს, რომლებსაც ეჭვი შეეპარებათ სახელმწიფოს გადამხედლუანრიანობაში, შეუძლიათ ვა შინგტონს უფრო მაღალი პროცენტები მოსთხოვონ. რაც, თავის მხრივ, დომინოს ეფექტს გამოიწვევს: საპროცენტო განაკვეთები ყველგან გაიზრდება — დაწყებული იპოთეკური და ავტოკრედიტებით, დასრულებული კორპორაციული ვალებით.

ეს მდგრადობას აშკარად ვერ გაზრდის. ფინანსური კრიზისი გაღრმავდება, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ამერიკელების ანაბრები და სამუშაო ადგილები. და ეს მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ აღვმდგარვართ პანდემიის შემდეგ“, — აღნიშნავს ჯანეტ იელენი.

კრედიტორები სულ უფრო ხშირად აყენებენ ეწვქვეშ აშშ-ის მთავრობის გადამხდელუნარიანობას. როგორც მანამდე განმარტა ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსისტმა, მსოფლიოში უმსხვილესი ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამაარსებელმა, მილიარდერმა რეი დალიომ განმარტა, ბიუჯეტის, სავაჭრო ბალანსისა და მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის სამმაგი დეფიციტი მალე სახაზინო ობლიგაციებისგან საბოლოოდ დააფრთხობს ინვესტორებს, რასაც დოლარის გამანადგურებელი ჩამოშლის პროვოცირება შეუძლია. ეს კი პირდაპირი გზაა ფინანსური კრიზისისკენ, რომელიც თავისი მასშტაბებით არა მარტო 2008-ის რყევებს, არამედ 1930-იანების დიდ დეპრესიასაც გადააჭარბებს.

sputnik-georgia.com