სამართალი
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. თბილისში დააკავეს ორი ძებნილი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება საქართველოს შსს.

34 და 29 წლის მამაკაცებზე ძებნა მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოცხადდა.

დაკავებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურ კავშირს „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში და ე.წ. ქურდულ გარჩევებში იმ პირებთან ერთად, რომლებიც 8 ივლისს დააკავეს.

ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 31 ადამიანი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ არიან კავშირში. მიმდინარე წლის 8 ივლისს 25 ადამიანი დააკავეს. ოთხს ბრალდება საპატიმროში წარუდგინეს, ორზე ძებნა გამოცხადდა.

მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამ დროისთვის დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. შემდეგ მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.