სამართალი
რიკ დემსი - კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება.

რიკ დემსის განმარტებით, კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ ამ კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება.

„ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია. პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად. თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია სექტემბერში, ათენში გაიმართება.