პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილს უკრაინის პრემიერობა უნდა, რადგან საქართველოში არ გამოუვიდა!

     ადვილი შესამჩნევია, რომ სააკაშვილი პერიოდულად კონცენტრირდება ხან საქართველოზე, ხანაც – უკრაინაზე. დღეს კომბინატორის შემოქმედებაში უკრაინული პერიოდია, რადგან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ყველად მცდელობა ჩავარდა. უკრაინულ ტელეარხებზე ინტერვიუების სერია "დიდ რეფორმატორთან", სადაც ის სრულ სიცრუეს ლაყბობს, თუ როგორ "უყვიროდა ბუშს" 2008 წლის აგვისტოში, ან თუ როგორ იმალებოდა სტალინი ჭიათურაში მისი დიდედის მამის - "საქართველოში უმდიდრესი ადამიანის სახლში, რომელსაც შვეიცარიის ბანკში 10 მილიონი ოქროს ფრანკი ჰქონდა”, მოწმობს სააკაშვილის ახალ მძლავრ პიარზე, რომელთან შედარებითაც კომედიანტი ზელენსკი მეძუძური ჩვილია. შურისძიების გარდა, სააკაშვილი ამით აშანტაჟებს ახლანდელ დასავლელ „პარტნიორებს“ - დაეხმარონ ამჯამდამ უკრაინაში, მაშინდელივით ფეხებზე არ დაკიდონ, თორე ამაზე უარესად ჩაუშვებს!

   გასულ კვირას, 2021 წლის 25 ივლისს, "მთავარმა არხმა" აჩვენა 13–წუთიანი სიუჟეტი უკრაინის მოქალაქეების - იახტმენების ვლადიმერ დიაჩენკოს და იური ხომიჩის, ასევე საქართველოს მოქალაქის, ძვირადღირებული იახტის მფლობელის მიხაილ ბატურინი, წარსულში - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი მცველის შესახებ, რომლებიც გასული წლის ნოემბერში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააპატიმრეს და 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის.

ზემოხსენებული მოქალაქეები აძლევენ ტელეინტერვიუს, რომელშიც ყვებიან, თუ როგორ მიცურავდნენ ოდესიდან ბათუმში ტრაპიზონის გავლით იახტის გაყიდვის მიზნით, მაგრამ ტრაპიზონიდან გასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ მყიდველი სოჭში იმყოფებოდა, ამიტომ, მათი თქმით, უკან, თურქეთში გაბრუნდნენ, თუმცა შტორმის გამო ძალიან მიუახლოვდნენ საქართველოს ნაპირს, სადაც ისინი დააპატიმრეს ეჭვმიტანილებად, რომ იახტაზე იმალებოდა სააკაშვილი, რომელიც მათ თითქოსდა უკრაინიდან საქართველოში მოჰყავდათ. სიუჟეტში საქართველოს სანაპირო დაცვის ძალები, ქართული სპეცსამსახურები, პროკურატურა და სასამართლო წარმოჩენილია უკიდურესად უარყოფითად გამოიყურებიან - არა მხოლოდ როგორც არაკომპეტენტური, არამედ როგორც კანონდამრღვევნი, რომელთა გამოც „უდანაშაულო” მოქალაქეებმა 7 თვე გაატარეს ციხეში, ხოლო იახტა სერიოზულად დაზიანდა.

სამივე გაათავისუფლეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის 19 ივლისის შეწყალების აქტის საფუძველზე, დილის 8 საათზე - მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვლდიმირ ზელენსკი არ ჩამოფრინდა ბათუმში საქართველო-უკრაინის ორმხრივი სამიტის წინა დღეს, ხოლო მეორე დღეს შეეძლო ჩაეშალა მე -17 საერთაშორისო კონფერენცია –"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია". ამის მიუხედავად, "საქართველოს ხელისუფლების თვითნებობის სამმა მსხვერპლმა" საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დიდი კომპენსაციის მოთხოვნით, ხოლო ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოაღმასრულებელი კომიტეტის მდივნად სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში საქართველოს წინაშე, იმისდა მიუხედავად, რომ თბილისმა დააკმაყოფილა მისი ულტიმატუმი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე.

ზელენსკიმ საქართველო ერთ დღეში სამჯერ შეურაცხყო

უპირველეს ყოვლისა, საქართველოში იმ წუთის ჩამოსული და საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის გარეშე, ზელენსკი, სააკაშვილის რჩევით, ვერტმფრენით გაეშურა მდინარე ენგურის ხიდზე. ქართული მხრიდან მას თან ახლდა პროტოკოლით ამ შემთხვევაში დაშვებული ყველაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რაც იყო საქართველოს ხელმძღვანელობის ღია უკმაყოფილების დემონსტრირება ზელენსკის უაზრო და პროვოკაციული ქმედებებით. ძნელი წარმოსადგენია პირიქით - რომ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი აფრინდება კიევში და, ბატონ–პატრონივით, საინსპექციო, ან თუნდაც გასაცნობი ვიზიტით გაეშურება კონფლიქტის ზონაში - დონბასთან გამყოფ ხაზზე!

   შემდგომ, ვლადიმერ ზელენსკიმ თავისი გამოსვლა ბათუმში, ზემოაღნიშნული კონფერენციის გახსნაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თანდასწრებით, დაიწყო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსის, სააკაშვილის მეგობრისა და სააკაშვილის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძისთვის დაბადების დღის მილოცვით. ყველა კანონის თანახმად, კავკასიური ტრადიციებიდან დაწყებული, დიპლომატიური ეტიკეტით დამთავრებული, შეურაცხყოფაა, როდესაც მასპინძლის სახლში სტუმარი მასპინძლის მტრის სადღეგრძელოს წარმოთქვამს!

   თუმცა სააკაშვილს უკავშირდება მთავარი კონფუზიც - ე.წ. "უკრაინელი მეზღვაურების საქმე", რის გამოც შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა (13 ივლისს), ხოლო 10 დღის შემდეგ ზელენსკიმ სამსახურიდან გაათავისუფლა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალერი კონდრატიუკი (23 ივლისი).

ზელენსკი ფსონს ჩამოდის სააკაშვილზე და ... აგებს

   საქმე ისაა, რომ სააკაშვილი ნამდვილად აპირებდა საქართველოში დაბრუნებასდა სახელმწიფო გადატრიალების წარმართვას, რომლის მცდელობები მისი მითითებით ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხორციელდება (2020 წლის ივნისი, "პარლამენტის აღება გავრილოვის ღამეს", 2021 წლის თებერვალი და ივლისი, "ენმ–ს ოფისის შტრმი და მელიას დაკავება", ჟურნალისტების ცემა და ლგბტ-პარადის დარბევა). და ყოველ ჯერზე, იმისათვის, რომ გაამხნევოს პუტჩისტები - ნაცაქტივისტები და ასევე იმისათვის, რომ საქართველოში ყველა - მხარდამჭერებიცა და მტრებიც - შეეგუონ მისი დაბრუნების გარდუვალობის აზრს, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებისა და პროცესების პირადად წარმართვის პირობას დებდა.

   ჰოდა, როდესაც ზელენსკი 19 ივლისს ბათუმში აფრინდა, ქართულმა მხარემ (არ დავაკონკრეტებ – ვინ), უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, მიაწოდა მას უდავო მტკიცებულება, რომ სააკაშვილი მართლაც აპირებდა ფარულად შეღწევას საქართველოში - ან თურქეთის გავლით, ანდა პირდაპირ - მისდგომოდა ბათუმის სანაპიროს, ოდესიდან მისი ყოფილი პირადი მცველის, ბატურინის იახტით. არსებული ინფორმაციით, ბაურინზე გაფორმებული ძვირად ღირებული იახტა სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთვნის. დაცვის თანამშრომელს შესაძენი ფული არ ჰქონდა, ის სააკაშვილმა იყიდა, და გააფორმა ბატურინზე, რომელიც, ხშირად ასეირნებდა თავის პატრონს სტუმრებთან ერთად, თუმცა სახალისო საზღვაო გასეირნებები, როგორც აღმოჩნდა, იახტის შეძენის ერთადერთი მიზანი როდი იყო...

   ინფორმაცია სააკაშვილის განზრახვების შესახებ ქართველ კოლეგებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა მიაწოდა. საქმე ისაა, რომ ზელენსკი დღეს „სააკაშვილი - 2008“ ეტაპზე შევიდა - როდესაც პრეზიდენტის სავარძელში ჯდომა შეუძლებელიმხოლოდ ყალბი დაპირებებისა და ანტირუსული პიარის ხარჯზე და საჭიროდიდ პროვოკაცია ეკონომიკასა და რეფორმებში ჩავარდნების მიჩქმალვის მიზნით. "რუსეთის თავდასხმაზე" უკეთესი პროვოკაცია სააკაშვილმა ზელენსკის ვერ შესთავაზა. მართალია ეს პრიმიტიული, მაგრამ ცხინვალში ნაცადი პროვოკაციაა. სწორედ ამიტომ, ორშაბათს, ტელეარხ „უკრაინა 24“–თან ინტერვიუში სააკაშვილმა გაამჟღავნა „კიევის დაპყრობის ორი პუტინისეული სცენარი“! ასე იქცა სააკაშვილი ზელენსკის რუპორად და „ბურთების ჩამწოდებელ“ მნიშვნელოვან პარტნიორად.

   სხვათა შორის, იმავე ინტერვიუში, სადაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, პრიმიტიული ტყუილების 90 პროცენტი გაჯერებულია რეალური, საყოველთაოდ ცნობილი მოვლენებით, სააკაშვილი აცხადებს, რომ უმცროსმა ბუშმა მას მეტსახელადსაკ“ შეარქვა. თუმცა, სააკაშვილი ცრუობს, თითქოს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტმას საკას მეგობრობულად უწოდებდა - ბუშმა კარგად იცოდა, რომ რუსები და ქართველები "საკას" ჟარგონზე შარდს უწოდებდნენ. თუმცა, ორივე ბუშის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ამერიკელი ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ საქმე აქ სააკაშვილის სომხურ წარმოშობაშია: აქაოდა, ამით ჯორჯ ბუშხაზუსვამდა, რომ იცის სააკაშვილის ნამდვილი სომხური გვარი - "სააკოვი", "სააკიანი".

   მაშ, ასე, ავაკოვისთვის მუშაობის გაგრძელება უკრაინის მთავრობაში იმ პირობებში, როდესაც ზელენსკის ცენტრალური მრჩეველი გახდა სააკაშვილი - მტერი, რომელსაც, პოროშენკოს მმართველობისას, ავაკოვმა საჯაროდ უწოდა ქურდი და წყალი შეასხა - შეუძლებელი გახდა, თუმცა მან ასევე თავი შეიკავა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებული მისთვის ცნობილი დივერსიული გეგმების გამჟღავნებისგან - ზელენსკი მეტად ენდობოდა სააკაშვილს, რომელსაც შეეძლო ყველაფერი გადაეთამაშებინა და, პირადი შურისძიების მოტივებით, ავაკოვი ტყუილში დაედანაშაულებინა! თუმცა, როგორც ვხედავთ, სააკაშვილი იახტაზე არ აღმოჩნდა, უფრო მეტიც, ბოლო დროს მისი გავლენა ზელენსკიზე გაიზარდა და მან პოზიციები განიმტკიცა, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დემარშის – ელჩის გაწვევის მიუხედავად. ამიტომ, ავაკოვს გადადგომის გარდა სხვა გზა არ დარჩა. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილის ხალხმა, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, ფარულად შეატყობინეს ზელენსკის, რომ სწორედ ავაკოვმა აცნობა ქართულ მხარეს სააკაშვილის გეგმების შესახებ ბათუმში იახტით ჩასვლის თაობაზე, ამიტომ გამოცდილი მინისტრი შერისხეს და გაათავისუფლეს.

   რაც შეეხება უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ვალერი კონდრატიუკის გათავისუფლებას, აქაც არსებობს რამდენიმე ვერსია: ზელენსკიმ იგი გაათავისუფლა იმიტომ, ომ კონდრატიუკმა არ იცოდა სააკაშვილის საქართველოში გადაყვანის ოპერაციის შესახებ, რაც მოწმობს ქვეყნის მთავარი მზვერავის თანამდებობისთვის შეუფერებლობას; ან - კონდრატიუკმა იცოდა, მაგრამ არ შეატყობინა ზელენსკის, რაც კიდევ უფრო უარესია, რადგან ესაა სამსახურებრივი დანაშაული და ასევე განიხილებოდა როგორც ღალატი; ანდა, როგორც კომპეტენტური უკრაინული წყარო მოწმობს, კონდრატიუკმა ფარულად აუწყა სააკაშვილს, რომ ავაკოვმა ის გასცა და საქართველოში მას სანაპირო დაცვის "თბილი" მიღება ელოდა.    

   შედეგად, სააკაშვილმა ყველა გააცურა - ბოლო მომენტში "გადაიფიქრა" საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იახტა ზღვაში მის გარეშე გავიდა - "დაზვერვის მიზნით", როგორც ეჭვიანმა სააკაშვილმა მოკლედ განუმარტა გაკვირვებულ ბატურინს!

P.S.

   ამრიგად, ზელენსკიმ არა მხოლოდ დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს და დანიშნა იგი პრეზიდენტთან არსებულ მაღალ თანამდებობაზე, არამედ აგრძელებს შურისძიებას სააკაშვილის ყველა მტერზე: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებულ გენერალ არტურ პიმენოვ დღეს ასამართლებენ იმის გამო, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, თავის ხელქვეითებთან ერთად, კიევის ცენტრში მდებარე რესტორან "სულუგუნში" დააკავა სააკაშვილი, თავზე ტომარა წამოაცვა და უკანონოდ გააძევა უკრაინიდან. ამ ოპერაციის ტელეკადრებმა მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა, სამაგიეროდ, გუშინწინ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან იკვეხნიდა ტელეკამერების წინ - ისინი, ვინც თმით მიმათრევდნენ, დღეს მოკლებული არიან ყოველგვარ თანამდებობას, წოდებას, სიმდიდრეს და სხედან განსასჯელთა სკამებზე, რადგან "დრონი მეფობენ და არა მეფენი"! აქაოდა, დაე, ივანიშვილმა და მისმა ხელქვეითებმა საქართველოში ეს გაითვალისწინონო!

   არ ვიცი რას გაითვალისწინებს ივანიშვილი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მოკავშირედ და პარტნიორად ითვლება, თავის მხრივ, პარტნიორებსა და მოკავშირეებში ჰყავს სააკაშვილი - უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომელსაევალება ყველას "რეფორმირება", ანუ - რეპრესიება, როგორც 2004 –2011 წლებში საქართველოში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 29 ივლისი
საქართველო, თბილისი