უცხოეთი
სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საფრანგეთში გაიმართა.

1tv.ge