აქტუალური
საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს? - უილიამ კორტნი

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.

"19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების" პირობა დადო. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?", - წერს კორტნი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.