აქტუალური
უძრავი ქონების სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე საცხოვრებელი ბინების ფასები გაიზრდება და მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ: სამშენებლო მასალებზე ფასების მომატებას, მოთხოვნილების გაზრდას მხოლოდ დასრულებულ შენობებზე, სადაც გასაყიდი ბინების რაოდენობა მცირეა და, პირიქით, მშენებარე სახლებში თანხის დაბანდების ფაქტების მკვეთრად შემცირებას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 39 081 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ, მიმდინარე წლის აპრილი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით, აშკარა ზრდით გამოირჩევა და 2010 წლის აპრილის მონაცემს 19,4%-ით უსწრებს წინ.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფასები მოთხოვნის ზრდის პარალელურად იზრდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ახლო მომავალში მართლაც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.