უცხოეთი
თინა კანდელაკი „გაზპრომ-მედია“ ჰოლდინგის გენდირექტორის მოადგილედ დაინიშნა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. თინათინ კანდელაკი დაინიშნა „გაზპრომ-მედია“ ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

ის კვლავაც იქნება პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე გააკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ასევე, პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.

„გაზპრომ-მედია“ - რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგი - თინა კანდელაკს ახასიათებს, როგორც წარმატებულ მედიამენეჯერს ფართო გამოცდილებით, აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ იმ ამოცანებს, რომელთაც აქციონერები და დრო გვიყენებენ“, - ამბობს ალექსანდრ ჟაროვი, „გაზპრომ-მედია“ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი.

ვებსაიტის მიხედვით, 46 წლის თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოქშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხის Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერი.

radiotavisupleba.ge