უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 587 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 14 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 968-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 246 997 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

interpressnews.ge