საზოგადოება
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.1%-ით ლიდერობს.
კითხვაზე: „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
კახა კალაძე – 56.1%;
ნიკანორ მელია – 28.3%;
გიორგი გახარია – 6.2%;
ანა დოლიძე – 2.2%;
ანა ბიბილაშვილი – 1.9%;
გიორგი ლომია – 1.3%;
თამარ კეკენაძე – 0.9%;
მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%;
სხვა კანდიდატები 2.4%.
კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.