უცხოეთი
მარია ზახაროვა - რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სწრაფ პასუხს ელოდება

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვმა ბაქოსა და ერევანს გადასცა საკუთარი ვარაუდები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ და მათზე სწრაფ პასუხს ელოდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მხარე განაგრძობს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთობლივ ძალისხმევას რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე 2020 და 2021 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში.

მისივე თქმით, მოსკოვი და ბაქო კონტაქტში არიან მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით.

interpressnews.ge