პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: არანაირი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. არანაირი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამ ქვეყანაში, როგორი იქნება პოლიტიკური მოცემულობა და ვის რა დონის ხელისუფლებაში ყოფნის ძალაუფლება ექნება, ამას წყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, ხალხი. საზოგადოება არის მთავარი ინდიკატორი. ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, საზოგადოების გვერდის ავლით თავს მოახვიონ მათთვის სასურველი შედეგები. ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი. ეს არს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი, ამიტომ ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის. არანაირი და ვერავითარი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება. ამაზე გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა, როდესაც გააკეთეს არჩევანი საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.