რელიგია
ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს, ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა.

„დღეს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.