როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, დილით, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება სარისკო და სახიფათო იქნება. „დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაფიქრდეს 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე და საზოგადოებას გადაწყვეტილება ოპერატიულად აცნობოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს, დილით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. დაშავებულები ორივე მხარეს არიან.