რედაქტორისგან
რა დავალებით შემოგზავნეს სააკაშვილი საქართველოში - არნო ხიდირბეგიშვილი

   რატომ დადო არაერთხელ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების პირობა, თუმცა, ეს მხოლოდ ახლა მოიმოქმედა? ყველაზე ნაკლებად მისი კონტრაბანდული დაბრუნება ნაკარნახევი იყო საქართველოს ბედზე ზრუნვით, ან სამშობლოს ნოსტალგიით. სააკაშვილი ლაჩარია, მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ სიმდიდრე და გართობა უფრო მეტად უყვარს, ეს ყველაფერი უკრაინაში უხვად ჰქონდა. ამიტომ, თავისი ნებით, ის ამ კომფორტს ქართულ, თუნდაც კომფორტაბელურ, და არა როგორც მისი პრეზიდენტობის დროს, ციხეში არ გაცვლიდა.

   "სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაამთხვია" - სტანდარტული, მაგრამ მცდარი პასუხია: ბოლო 7 წლის განმავლობაში სააკაშვილმა 17-ჯერ დადო საქართველოში დაბრუნების პირობა, ამ წლების განმავლობაში საქართველოში 7 არჩევნები გაიმართა. დაე 5, თუ არ ჩვთვლით 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებამდეც სააკაშვილმა, როგორც საქართველოს დე იურე პრეზიდენტმა, ქვეყანა დატოვა.

   „ამჯერად სააკაშვილმა მოახერხა ხელისუფლების ნოკდაუნში ჩაგდება, რაზეც ვერც კი იოცნებებდა ყველა გასული არჩევნების წინ - მილიონობით ამომრჩევლის მოსყიდვის ნაცვლად, სააკაშვილმა ერთი ადამიანი მოისყიდა და არა ვიღაც, არამედ პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც თანამდებობიდან წავა და თან წაიყვანს თავის სახელდახელოდ დარეგისტრირებულ პარტიაში „ქართული ოცნების“ ელექტორატის 10 პროცენტი,” - შემედავებიან ოპონენტები და შეცდებიან, რადგან მიშას დაბრუნების რეალური მიზეზი შემდეგია:

სააკაშვილს დაევალა ჩაერთო საქართველო მასშტაბურ ანტირუსულ სცენარში შავ ზღვაზე, რათა დასავლეთს, უკრაინის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი მიეღო რუსეთის დასასჯელად - საქართველოს გამო, რომელიც "რუსეთმა ჯერ დაიპყრო", შემდეგ კი "ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინა" (პროდასავლური სააკაშვილის გაზპრომის ოლიგარქი ივანიშვილით ჩანაცვლებით) ახლა კი გააყალბა არჩევნები და შიმშილით კლავს მის მესამე პრეზიდენტს ციხეში“. საქართველოს უკრაინიზაციის ყველა აუცილებელი წინაპირობა სახეზეა: კონფლიქტი რუსეთთან, ნატოზე იმედის დამყარება და განხეთქილება საზოგადოებაში. ეს წინაპირობები შექმნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რაც გათვალისწინებული იქნა ამ უკანასკნელის საქართველოში მოვლინებისას ზემოაღნიშნული ამოცანის შესასრულებლად და უკრაინული ნიმუშის მიხედვით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაზრდელად. დიახ, საქართველო ჯერ არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას და ევროატლანტიკური დღის წესრიგის კორექტირებას - ამ კუთხით დასავლეთპრეტენზია არ გააჩნია ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, უკრაინისგან განსხვავებით, კატეგორიულად გამორიცხავს ტერიტორიული პრობლემებიგადაჭრის სამხედრო სცენარს. სწორედ ამ "ნაკლის" გამოსასწორებლად შემოგზავნეს საქართველოში უკრაინელი ემისარი სააკაშვილი. სწორედ ამიტომ, სააკაშვილის საქართველოში, უფრო ზუსტად, საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება, წარმოადგენს შავ ზღვაზე ანტირუსული სცენარის ნაწილს, რომელიც აქტიურ ფაზაში შევიდა სწორედ თვე-ნახევრის წინ, საქართველოში სააკაშვილის მოვლინების პარალელურად.

   ვისაც დაავიწყდა ან ყურადღება არ მიუქცევია, შევახსენებ ამ სცენარის განვითარების ეტაპებს:

1 - თავიდან საერთაშორისო საზოგადოებას აღსაშფოთებლად“ შესთავაზეს სერიალი - „100 000-იანი რუსული დაჯგუფება კონცენტრირებულისაზღვარზე და ემზადება უკრაინაში შესაჭრელად“, რის შესახებაც ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის მდივანმა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იქცა შავ ზღვაში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ყოფნის მკვეთრი ზრდისა და რუსეთთან ომისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ღიად მომზადების საფუძვლად;

2 - შემდგომ, ზამთრის მოახლოებისას, დაიდგა ნახშირწყალბადებთან დაკავშირებული დრამა: ევროკავშირი და აშშ, ერთი მხრივ, აწესებენ სანქციებს რუსულ მილსადენებზე - ვითომდა იმიტომ, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, მაგრამ ამავე დროს აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ რუსეთს, ბელარუსთან ერთად, სურს უკრაინა და ევროპა დატოვოს რუსული გაზისა და ქვანახშირის გარეშე. ნახშირწყალბადებით გატაცება დღემდე გრძელდება, რადგან A - ევროპაში ვერანაირად ვერ გაერკვნენ, რა არის მათთვის უფრო პრიორიტეტული - სულიერი დემოკრატიული ღირებულებები, თუ მატერიალური "ვულგარული" სითბო; ბ - ევროპა ვერანაირად ვერ ხსნის, რატომ უნდა გათბოს რუსეთმა უკრაინელ ჯარისკაცს გათოშილი ხელები, რათა მან შეძლოს ჩახმახზე თითის გამოკვრა და რუსიმოკლა. და თუ ეს მხოლოდ ბიზნესია რუსეთისთვის და არაფერი პირადული, მაშინ რატომ მიჰყიდის ნახშირწყალბადებს უკრაინას შეღავათიან და არა მსოფლიო ფასებში?

3 - ახლა მათ მოაწყვეს ნამდვილი დრამა ერაყიდან მიგრანტების მიერ ბელარუსი-პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობით, და რატომღაც ამაში დაადანაშაულეს ლუკაშენკო და პუტინი და კრინტიც არ დაუძრავთ ერდოღანზე, თუმცა მიგრანტები ბელარუსში თურქეთიდან ჩაფრინდნენ, რომელმაც თუ არ ვცდები, ევროკავშირისგან 6 მილიარდი ევრო მიიღო, რათა ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები ევროპაში არ შეეშვა. ერდოღანს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება - მოსისხლე მტრად მოკიდებულმა ევროკავშირზე, რომელმაც თურქეთი თავის რიგებში არ მიიღო, თურქეთის ლიდერმა უკვე მოაწყო მსგავსი კრიზისები თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან და იქ ათასობით სირიელი მიგრანტი მოაგროვა, განა ასე არ არის? რატომ დუმევროპელი „ჰუმანისტები“, რომ ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სამართლიანად მიდიან - ისინი იმ დემოკრატიისთვის მოვიდნენ, რომელსაც დასავლეთი დაჰპირდა, მაგრამ არ მისცა? დატოვა რა თავის კვალზე მდიდარი სახელმწიფოების ნანგრევები? მათ დასავლეთთვის არ უთხოვიათ მათი სახლების დასანგრევად მისვლა, ახლა დასავლეთს მათი მართებს, ასე რომ, ნება იბოძეთ და მიიღესტუმრები, ბატონებო!

4 - "პუტინის პატიმარად" თავს აცხადებს “განუბაჟებელი“ სააკაშვილი, რომელმაც დავალების შესრულებისას კონტრაბანდულად გადაკვეთა უკრაინა-საქართველოს საზღვარი (28 სექტემბერრძის პროდუქტებით დატვირთულ სატვირთო კონტეინერში გემ "ვილნიუსზე", რომელიც ქ. ფოთის პორტჩერნომორსკის პორტიდან შევიდა) მის მიერ "რეფერენდუმად" გამოცხადებულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე - აქაოდა, "ან სააკაშვილის ოპოზიცია იმარჯვებს და საქართველო დასავლეთისკენ გაემართება, ან იმარჯვებენ პუტინის მონები" - ამჟამინდელი ხელისუფლება - და საქართველო უბრუნდება რუსეთს“.

   სანდო უცხოური წყარო იუწყება: ნატო საკუთარი ინიციატივით არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინელებმა უნდა დაიწყონ, დასავლეთი კი მათ დაეხმარება - განსაკუთრებით თუ საქართველო უკრაინას ამოუდგება მხარში. და ასევე მოლდოვა, თუმცა ქალის იმედად (პრეზიდენტი სანდუ - რედ.) ყოფნა ძნელია... ამისთვის კი სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება - მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა საქართველოს შეთრევა "ასოცირებულ ტრიოსა" და "ყირიმის პლატფორმაში", ღარიბაშვილზე იმედებდამყარება არ გამოვა. ის სოლიდარულია უკრაინისადმი მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება უნდა, მაგრამ რუსეთთან ომს არ წამოიწყებს, ომის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიასდა აკვატორიას პლაცდარმად არ გადააქცევს და ქართველ ჯარისკაცებს დონბასში არ გაგზავნის“, - უთხრეს ზელენსკის, ასე ვთქვათ, „საინიციატივო საბჭოს წევრებმა“, თუმცა, დაავიწყდათ გაეფრთხილებინათ, რომ მარცხის შემთხვევაში მას და სააკაშვილს დასავლეთის იმედი არ ჰქონოდათ, როგორც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ოპერაციის ჩავარდნის დროს.

   სიტყვა და საქმე ერთი იყო: ზელენსკი იბარებს თავის მთავარ მრჩეველს რეფორმების საკითხებში და აკურთხებს მას საქართველოში სპეცდავალებისთვის. სააკაშვილი ინტერნეტით აწყობს თბილისის ავიაბილეთების დემონსტრირებას, სადაც ეს მშიშარა დედასთან ერთად აპირებს გაფრენას, რათა ქართული პოლიციის მიერ მისი დაკავებისას "უხეშობანი" თავიდან აირიდოს. მაგრამ ბოლო მომენტში გამბედაობამ უღალატა, რომ ქართველ სამართალდამცავებს დანებებოდა და ნებაყოფლობით შესულიყო ქართულ ციხეში და მიშა ირჩევს საზღვრის ფარულად უკანონო გადაკვეთას. რძისა და არაჟნის კონტეინერში „რომანტიული ქართველი“ საქართველოს დასაპყრობად მიემართება, რომელსაც ახალი შეყვარებულის - ლიზა იასკოს ფერხთით დადებას აპირებს. მაგრამ შემდგომ ყველაფერი გეგმის მიხედვით როდი წარიმართა - არჩევნებამდე თბილისში კონსპირაციულ ბინაში ჯდომა, ხოლო შემდეგ ახალი „ფერადი რევოლუციის“ სათავეში ჩადგომა არჩევნების შედეგების გაყალბების საბაბით, როგორც 2003 წლის ნოემბერში, არ გამოვიდა - ის დააკავეს და ციხეში გაამწესეს. შიმშილობით შანტაჟი არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც მოთხოვნები შეიცვალა „მრავალპროფილურ სამოქალაქო კერძო კლინიკაში გადაყვანით, შიმშილობის სწორად დასასრულებლად", სინამდვილეში კი იმისათვის, რომ მხარდამჭერებს გზაში გაეტაცებინათ...

   მისიის ჩაფლავების შემდეგ, თანამებრძოლების მიერ მოტყუებული სააკაშვილი („საქართველოში ასიათასობით მხარდამჭერი გაგათავისუფლებმეორე დღესვე, ოღონდ ჩამოდი!“) მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს, რადგან მის წინააღმდეგ აღძრულია სხვა საქმეებიც, რომლებზედაც სასჯელი, საქართველოში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაუქმებულიყო, ჯამურად 36 წლით თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებდა და ეს 2008 ელის აგვისტოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების ჩაუთვლელად! ამასთან, როდესაც სააკაშვილის შიმშილობამ 40 დღეს გადააჭარბა, ხელისუფლებამ გამოაქვეყნა მტკიცებულებანი, რომ ის კი არ შიმშილობდა, არამედ მაღალკალორიულ საკვებს იღებდა. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, სააკაშვილს ბუნებით არ შეუძლია გაუმკლავდეს გაჭირვებას, უყვარს კომფორტი და ძალიან მშიშარაა - მას ეშინია პატიმრების მუქარის, რომლებიც ყველა საკნიდან ისმის. ამიტომ, სააკაშვილი, რომელიც ეჭვობს, რომ ის იყო „გაწირეს“ (სტრასბურგი და კიევი არ ახდენდნენ საკმარის ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, ათა მისი, როგორც უკრაინის მოქალაქის, ექსტრადირება მომხდარიყო უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში), იძულებულია განაგრძოს სპექტაკლს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე.

   და სამხედრო მოქმედებები მართლაც დაიწყო, მაგრამ არა უკრაინაში, არამედ ყარაბაღში! ცხადია, ზემოხსენებულმა „საინიციატივო ჯგუფმა“, სააკაშვილის მისიის მარცხის დანახვისას, აამოქმედა ახალი „საშინაო დავალება“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. და იმისდა მიუხედავად, რომ სერიოზული საბრძოლო ინციდენტი მაშინვე ამოიწურა, მიზნები მიღწეული იქნა:

მიზანი №1: დისკრედიტებული და განუსაზღვრელი ვადით გადადებულია „კავკასიური პლატფორმა 3+3“-ის პროექტი, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, სწრაფად განევითარებინა სიჩქარე და გამხდარიყო რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური განვითარების გარანტი, და მაშასადამე - ხელი შეეწყო იქიდან დასავლეთის გამოდევნისა და იქ ქართულ-რუსული დიალოგის გარდაუვალი აღდგენისთვის. კავკასიურ პლატფორმა“ გადაწონა ყირიმის პლატფორმამ“ - დღეს ის უფრო კომფორტული და მომგებიანია, მით უმეტეს, რომ თურქეთი და საქართველო ვერ იქნებოდნენ ორივე პლატფორმაზე ერთდროულად („კავკასიურზე“ - რუსეთია, „ყირიმისაზე“ კი უკრაინაა).

დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შემთხვევით როდი უწოდა ერდოღანის ინიციატივას "3 + 3" პუტინის ინიციატივა, რომლითაც “კრემლის ოლიგარქი ივანიშვილი" ვითომდა აშანტაჟებს დასავლეთს - აქაოდა, ნუ ითხოვთ ჩვენგან სააკაშვილის გათავისუფლებას, თორემ საქართველო შეუერთდება „კავკასიურ პლატფორმას“, დაივიწყებს რა რუსეთთან უთანხმოება! ახლა, ყარაბაღში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „კავკასიური პლატფორმა“ თავისთავად უკანა პლანზე გადაიწევს და საქართველოს არ მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ პლატფორმას შორის.

რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანის პოლიტიკაში „პრორუსული“ ეპიზოდები პერიოდულად ენაცვლება „ანტირუსულს“. გავიხსენოთ, როგორ მოჰყვა ერდოღანის მოსკოვში ვიზიტი რუსი მფრინავების ლიკვიდაციასა და რუსულ სანქციებს - "ძმა პუტინისთვის" მადლიერების გამოსახატავად, რომელმაც ერდოღანი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა, გააფრთხილა რა, რომ მასთან აჯანყებულები ვერტფრენით მიფრინავდნენ (იმედია ლუკაშენკო სამუდამოდ დარჩება პუტინის მადლიერი საკუთარი და ბელრუსის გადარჩენისთვის...). შერიგებას მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორობის ხანგრძლივი პერიოდი თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ომელმაც თვალი დახუჭა თურქეთის იმპროვიზაციაზეც კი სირიის სასაზღვრო რეგიონებში. მაგრამ დღეს, როგორც ჩანს - მას შემდეგ, რაც ერდოღანს გადასცეს "თურქული სამყაროს" რუკა რუსეთის ტერიტორიის ნახევრით, თურქეთის ლიდერკვლავ დაწყო "ანტირუსული" პერიოდი - ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აღჭურავს უკრაინის არმიათურქული უპილოტო საფრენი აპარატებით, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ეტყობა, უპილოტო საფრენი აპარატებით მიღებული ფული ერდოღანისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ЗРК С-400 „Триумф“ და Су-35 და Су-57. პუტინი კეთილია, პუტინს უყვარს რუსი ფილოსოფოსები, პუტინი გამიგებს და მაპატიებს, როგორაპატია უკრაინადა მას რუსული გაზით ათბობს!“, - არცთუ უსაფუძვლოდ დარწმუნებულია ერდოღანი.

მიზანი №2: დისკრედიტებულია რუსეთის, როგორც მშვიდობის გარანტისა და მეომარ მხარეებს შორის მდგომი მშვიდობისმყოფლის როლი. ასევე, ყარაბაღში მომხდარი სამხედრო ინციდენტი იმის დემონსტრაციად იქცა, რომ აზერბაიჯანის მხარე არ ეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციას რუსეთის გენერალურ შტაბში დაცული საბჭოთა რუქის მიხედვით, როგორც ეს ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა.

მიზანი №3: დისკრედიტებულია პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის საშუამავლო დიპლომატია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 15 სომეხი ტყვეს დანაღმული ველების რუკებზე გაცვლაში. ანუ მედიატორის როლი, რომელიც საქართველოს შეეძლო შეესრულებინა სამხრეთ კავკასიაში, მაგალითი მიეცა სხვებისთვის და ამავდროულად დაეწყო საკუთარი პრობლემების მოგვარება, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 18 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

წყარო ИА REX