პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ევროკომისიის პრეზიდენტთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.

ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციისთვის მყარი საფუძვლის მშენებლობაში ჩვენი პარტნიორობა თავის წვლილს შეიტანს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.