საზოგადოება
არაერთხელ დაიწერა მგზავრთა გადაყვანასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე, თუმცა გაუმჯობესების ნაცვლად, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
დაგვიანებული მგზავრისთვის საღამოს მაინც შეღავათი იყო მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო ცხელ ხაზზე დარეკვა – ოპერატორები აწვდიდნენ ინფორმაციას ავტობუსის განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ 17 მაისიდან ეს ცხელი ხაზი აღარ ფუნქციონირებს, რაც არა მხოლოდ მგზავრებს, მძღოლებსაც აფერხებს (სალაროაპარატის გაუმართაობის ან სხვა შემთხვევის გამო ისინი უფასოდ ვეღარ უკავშირდებიან ცენტრს და მხოლოდ მობილურიდან მობილურზე პირადი კავშირებით ატყობინებენ ინფორმაციას).
საქინფორმი საკითხით დაინტერესდა და მერიის ცხელი ხაზიდან რამდენიმე პუნქტს დააკავშირეს. ბოლოს, როგორც იქნა, პრესსამსახურიდან განგვიმარტეს, რომ ცხელი ხაზის ტენდერით გამოცხადებული ერთწლიანი ვადა ამოიწურა. ახლა მიდის მუშაობა და, სავარაუდოდ, მისი მომსახურება ერთ კვირაში აღდგება.