რედაქტორისგან
„რევოლუცია“ ყაზახეთში - აშშ-ის კოზირია რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე - არნო ხიდირბეგიშვილი

   10 იანვარს ჟენევაში ჩატარდება ორმხრივი მოლაპარაკებებია რუსეთსა და აშშ-ს შორის, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება, ხოლო 13 იანვარს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში კონტაქტები შედგება. რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან: "უსაფრთხოება განუყოფელია, რუსეთი „გააცურეს“ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებით, აშშ ათავსებს რაკეტებს რუსეთის საზღვრებთან, ითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს - გადით უკან და თან წაიღეთ!“. კონტრარგუმენტების პოვნა ძნელია, ამიტომ სიურპრიზები მოსალოდნელი იყო და არც დააყოვნა. 2 იანვარს ყაზახეთში მასობრივი არეულობები დაიწყო, რასაც მოჰყვა მთავრობის გადადგომა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ხოლო 4 იანვარს საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, იერიში მიიტანა სირიაში საცეცხლე პოზიციებზე - ვითომდა წარმოქმნილი საფრთხის გამო (კოალიციამ "აღმოაჩინა" რაკეტების გასაშვები რამდენიმე სასტარტო მოედანი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, აშშ-ს Green Village-ის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან).

   ახლა აშშ-სა და ნატოს მიაჩნიათ, რომ გაუჩნდათ კოზირები, რომლებიც, მცირე ვაჭრობის შემდეგ, რუსეთს შეიძლება დაეთმოს უკრაინისა და საქართველოს ნაცვლად. ვაშინგტონი და ბრიუსელი თვლიან, რომ სირიაში ძალის დემონსტრირებით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა (ЕАЭС) და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრ ყაზახეთში „რევოლუციით“ რუსეთს "თავის ტკივილი" გაუჩინეს და ახლა მას აღარ ეცლება პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკული რაკეტებისთვის, დონბასის დასაცავად და უკრაინისა და საქართველოს ნატოში მისწრაფებისთვის.

   მოისურვებს თუ არა რუსეთიგააზავოს“ თემები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ - ყაზახეთის ფერადი რევოლუციით“? ნაკლებად სავარაუდოა, უფრო პირიქით - „ОДКБ“-მ მიიღო გადაწყვეტილება ყაზახეთში კოლექტიური ძალების გაგზავნის თაობაზე „სიტუაციაში გარედან ჩარევის გამო“. მაგრამ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ჟენევაში მოლაპარაკებებისთვის ასეთი ორიგინალური მზადება კონსტრუქციული მიდგომების იმედსაც არ ტოვებს.

   ბელორუსი, ყაზახეთი, ვინ არის შემდეგი? ნუთუ საქართველო?! სრულებით შესაძლებელია, მაგრამ „ОДКБ“ საქართველოს არ დაეხმარება, რადგანაც ის ორგანიზაციის წევრი არ არის, თანაც სააკაშვილის ოპოზიციას ახალი „რევოლუციის“ ძალა არ გააჩნია. თუმცა, ვაშინგტონის მოქმედებებში კრეატიულობის დეფიციტი, უკვე დიდი ხანია, საყოველთაოდ ცნობილია - ყველა თეზისი, რომელსაც სააკაშვილის ოპოზიცია წარუდგენსქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ერთი-ერთში განმეორდა ყაზახეთში, სადაც "რევოლუცია" დაიწყო, თითქოსდა თხევადი აირის გაძვირების გამო! დიახ, სრული სისულელეა, მაგრამ შეხეხეთ - რაზე გაჰყვირის მთავარი არხი“ ბოლო დღეები?! დიახ, იგივეზე, რაც ყაზახეთში - საქართველოს გაუმაძღარ“ ხელისუფლბაზე, რომელმაც, დანაპირების მიუხედავად, გაზისა და ელექტროენერგიის საფასური გაზარდა, და მოტყუებული მოქალაქეების შესახებ, რომლებმაც დეკემბერში მოულოდნელად ორი ქვითრი საახალწლოსაჩუქრადმიიღეს!

   ყაზახეთის "რევოლუციონერების" დანარჩენი მოთხოვნებიც მთლიანად ქართველი კოლეგა - მიშისტებისგან არის გადაღებული: "გაუმარჯოს საპარლამენტო რესპუბლიკას!", რასაც ჯერ კიდევ გასული წლიდან ითხოვს სააკაშვილის ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად; „რუსეთუმე“ მთავრობის გადადგომისა და „ჩრდილოვანი ერთპიროვნული არაფორმალური მმართველობის“ შეწყვეტა (ყაზახეთში - ექს-პრეზიდენტი ნაზარბაევის, საქართველოში - ექს-პრემიერი ივანიშვილის); “პოლიტპატიმრების“ განთავისუფლება და „ერის გაერთიანება სამშობლოს ინტერესებისთვის“ (საქართველოში - პრეზიდენტი ზურაბიშვილის ინიციატივა „საყოველთაო შერიგების შესახებ“); მოთხოვნა ყაზახეთმა დატოვოს ЕАЭС, ОДКБ და ყველა სხვა ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთი მონაწილეიბს (საქართველო უარს ამბობს „კავკასიური პლატფორმის“ „3+3“ წევრობაზე). მოკლედ, ყველაფერი ვითარდება „Made in USA” სცენარის მიხედვით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 5 იანვარი
საქართველო, თბილისი