უცხოეთი
მედია - ალმათში ცეცხლი გახსნეს - დემონსტრანტებს მოედნის დატოვება მოსთხოვეს

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ალმათში, სადაც რამდენიმე დღეა არეულობაა, სროლა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ალმათში სამხედროებმა დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედნის დატოვება ხმამაღლა მოსთხოვეს და გააფრთხილეს, რომ დაიწყებდნენ სროლას.

„ყველამ დატოვეთ მოედანი, ვხსნით ცეცხლს - გაისმა ხმამაღლა", - წერს მედია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სამხედროები არეულობის წამქეზებლებსა და მანქანებს ესვრიან.

"15 წუთია ცეცხლი არ ჩამქრალა მოედანზე, იარაღით ესვრიან მოედანზე გამოსულებს, ესვრიან მანქანებს. დაჭრილები ნამდვილად არიან. გარდაცვლილებთან დაკავშირებით კი არ ვიცი, მათთან მიახლოება შეუძლებელია", - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სხვა თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

interpressnews.ge