პუბლიკაციები
რეზო ამაშუკელს

    ძალიან ახლობლებმა იციან, და ვინც არ იცის, ვერც გაიგებს: არ დადიოდა ამ ქალაქში უფრო ფაქიზი, მორიდებული და ამავდროულად ამაყი ადამიანი, ვიდრე რეზო. მისი ელიტარული პოეზია იყო სამყარო, უკიდეგანო, ულამაზესი სიმფონია ბგერებისა და ფერების, მაგრამ რომ ნახა თავისი სამშობლოს გასაჭირი, დაიწყო ინ ენაზეც საუბარი, რომელიც ყველას ესმოდა - რაფინირებულ ინტელიგენტსაც და ბრბოსაც! ძალიან ახლობლებმა იციან, რომ მისი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან რომანს ჰგავდა, და ვინც არ იცის, მე არასოდეს მოვუყვები, რეზო ხომ მით უმეტეს... აწი ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის საუნჯეა, რომლის ხელყოფა - მკრეხელობაა! დიახ, პასუხისმგებლობა უკიდურესად დიდია - 30-წლიანი მეგობრობის მანძილზე ის გულწრფელად მანდობდა ძალიან პირადულ, ხშირად მკვეთრად წინაამდეგობრივ განცდას, რომელიც ხშირად მარტო მის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, ამწყო იქნებოდა ის, თუ წარსული. არც მე მქონდა მისგან საიდუმლო - სიყვარული იქნებოდა ეს, სიხარული თუ წუხილი - ხშირად ყოფილა, ჩემს გულის ტკივილს რომ ვუზიარებდი, სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, უკვე რეკავდა: “რეზო ვარ ამაშუკელი, არნო ჩემი ძმაა!“. ხოლო ქეიფში - ძალიან ახლობლებმა იციან, თუ სად შლიდა რეზო სუფრას და როგორ ვერ მოვიფიქრე, ერთი საღამო მაინც ფილმივით გადამეღო, რადგანაც ასეთი თამადა, ასეთი სილამაზე არასდროს განმეორდება! - ჩემს სადღეგრძელოში აუცილებლად აღნიშნავდა: “ამდენი წლის განმავლობაში ჩემთან ერთი მისხალი არაფერი შეშლია!”. რეზოსგან არასოდეს მსმენია თუნდაც ძმური შენიშვნა, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა და ის არაფერს შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობებში. ეს იმიტომ, რომ ძალიან გვესმოდა ერთმანეთის, ზედმიწევნით ვუფრთხილდებოდი და მიფრთხილდებოდა, უსაზღვროდ მენდობოდა, ჩემს მოკრძალებულ წერილებს უმაღლესს სინჯს ანიჭებდა და ქალაქელის კოდექსი არასოდეს დაგვირღვევია. ესეც იციან ძალიან ახლობლებმა, თავისი ოჯახის წევრს მეძახდა სულ, და ქალბატონი გულიკოც, ბაიაც და მიშაც, გარდა იმისა, რომ ჩემი დიდი ხნის საყვარელი და უძვირფასესი მეგობრები არიან, მართლაც როგორც ოჯახის წევრს, ისე მიყურებდნენ. მადლობა ამაზე ამაშუკელების ოჯახს! ჩემსა და რეზოს შორის კავშირი არასოდეს წყდებოდა, რაც არ მომწონდა - პირდაპირ ვეუბნებოდი, რეზო ხომ მაქსიმალისტია, მამაჩემივით, არ ესმოდა შავზე ნაცრისფერის თქმა, ვერ ხვდებოდა - რატომ, დედა თუ შეგაგინეს, მამიდა რატომ უნდა შეაგინო?! ვურეკავდი სავაადმყოფოშიც და ისიც მირეკავდა, უხაროდა, მაგრამ მძიმე ხმა ჰქონდა, ყრუ და უიმედო... სისულელეებს ვუყვებოდი, გულს ვუკეთებდი და ვატყუებდი - აქაოდა, ახლა სუნთქვის ვარჯიშებია მთავარი, მეტი ვიმოძრაოთ, აივანზე გადი და მერე ერთად ვისეირნებთ ვაკის პარკში! ხანდახან მეც მჯეროდა ჩემი მსახიობობის, სასწაულის მჯეროდა... დიდხანს არავინ შეგვაწუხა - უცებ წავიდა, თუმცა ეს წასვლა არ არის, უფრო გასვლაა, იმდენი "რეზო ამაშუკელი" დატოვა ყოველ ჩვენთაგანში, ვინც ჯერ ამქვეყნად ვართ, რომ არაფერი დამთავრებულა! ურთიერთობა გრძელდება, ჩემთვის მართლა ეგრეა, სული უკვდავია და სიმართლე გითხრათ, ეს ქვეყანა მისი და მამაჩემის წასვლის შემდეგ ჩემთვის ბევრად უინტერესო გახდა, ვიდრე იქაურობა, სადღაც დღეს რეზო და ბევრი ჩემი უძვირფასესი ადამიანია! ეს ცხოვრება - პირობითი ცნებაა, და რეალობას, რომელშიც გვინდა ვიყოთ, რეზოც და თქვენი მონამორჩილიც, ვქმნით ჩვენი ფანტაზიით. რომელიც ნებისმიერ სიმართლეზე მართალია! სხვის უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში ვერ იცხოვრებდა და ამ უჯიშობასთან შეურიგებლობას თავი შესწირა... „ამოდი, როცა ხოში გექნება“, - მეუბნებოდა სულ ახლახან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ჯერ მამა გარდამეცვალა და იმ დღეს საქართველოში კოვიდის პირველი ტალღა დაიწყო, მერე კოვიდი დამემართა - იმ სიმძიმით, რომლის მერეც, წესით, დღეს რეზოს იქ უნდა ვხვდებოდე! მოკლედ, მარტო დღეს ავედი ... პანაშვიდზე... არასოდეს ყოფილა მის სახლში ასვლა ისე ძნელი, როგორც დღეს. ავდიოდი და „ვია დოლოროსა“ - მისი უკვდავი ლექსის დაზეპირებულ სტრიქონებს ვიმეორებდი, ადრე კი ამოვფრინდებოდი ბოლო სართულამდე, ისე მეჩქარებოდა რეზოს ნახვა, რომელიც სიხარულით და ღიმილით კარს მიღებდა: „აბა, როგორ ხარ, რა ხდება?“. მირეკავდა ყოველი თავისი ახალი გამოსვლის მერე, აზრი აინტერესებდა ჩემი და რეაქცია საზოგადოებისა, ამ ასაკში კომპიუტერი აითვისა კი არა, ყველა ახალგაზრდა ბლოგერს გაუსწრო პოპულარობით, არადა, თავიდან მარტო იუთუბზე შესვლა ვასწავლე ჯაზის მოსასმენად. ჰოდა გიყვები, რეზო, სასწაული რაღაცები ხდება შენს გარშემო! მოკლედ, ეს ტრასის ჭიები, ლამის ყოველდღე მიწიდან რომ ამოიღებდი და ისევ მიწაში ჩადებდი, სულ აყროლდნენ, შენი მისამართით თავისი ბანძი გოიმურ-პედერასტული ლანძღვით ისე გააღიზიანეს, ისე გააოცეს ხალხი, მათ შორის - ვისაც ამ ამაზრზენ ნაცებთან „შერიგების“ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ნაცებმა საკუთარ კუბოს სახურავი საკუთარი ხელით დაახურეს და ჯოჯოხეთში ჩაშავდნენ! ანუ, შენი ამ ქვეყნიდან წასვლით შენს ბოლო დროის მიზანს მიაღწიე, როგორც მათ ჰპირდებოდი კიდევაც - „თქვენ ხართ ბოზები! დედებს გიტირებთ!“. ჰოდა, შეუსრულე, მაგრამ მეორე ამბავი უფრო "მაზალოა"! ძალიან დიდი უზნეობა და უტიფრობაა - ილაპარაკო ტყუილები გარდაცვლილ ადამინებებთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხს ვერ გაგცემენ, მაგალითად - როგორც „ანზორსკაია კოშკა“ ლაპარაკობს დღეს შევარდნაძეზე და ჟვანიაზე, თურმე, მაშინ ის ყოფილა ყველაფერი, ბურჯანაძე! ჰოდა, ჩემო ტკბილო რეზო, შენი გარდაცვლიდან ამ ერთ დღეში გავიგეთ, რომ, თურმე, იმდენი „ძმა“, „ძმაკაცი“ და „მეგობარი“ გყოლია, ვერც კი წარმოიდგენ! ნახევარი ერთხელ თუ გყავს ნანახი, და ბევრ „იუზგარზე“ შენი არცთუ დადებითი აზრი ჩემთვის კარგად ცნობილია... მაგრამ არა უშავს, ჩვეულებრივი აქაური ამბავია, მეტიჩრულ-ქარაფშუტული, გაუმარჯოთ, თუ მართლა ასე შეუყვარდი და დააკლდი გარდაცვალების მერე, მაგრამ ვაი, რომ ეს გულისამრევი თვალთმაქცობაა... მოკლედ, დაისვენე ცოტა ხანს, ძალიან დაიტანჯე, ჩემო ძმაო, ამ ქვეყნად ამ ყველაფრის შემხედვარე. მე კი ვცხოვრობ ჩვენი მხიარული შეხვედრის იმედით, იმიტომ, რომ „ხოში მაქვს“ მალე გნახო! მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ჩაგეხუტები, მოკითხვა ჩემგან შენს საყვარელ მეგობრებს - ახმადულინას, ევტუშენკოს, ვოზნესენსკის, მოკითხვა ჭაბუას! აქ ყველაფერი მორჩა, რაინდების დრო დამთავრდა.

არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 11 იანვარი
საქართველო, თბილისი