უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთი და ბელარუსი თებერვალში ერთობლივ სამხედრო წვრთნას გეგმავენ

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი თებერვლის დასაწყისში ერთობლივ სამხედრო წვრთნას გეგმავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”ჩვენ ვგეგმავთ წვრთნების დაწყებას თებერვალში. დანიშნეთ ზუსტი თარიღი და შეგვატყობინეთ, რომ არ დაგვადანაშაულონ ჯარის შეკრებაში უცებ ისე, თითქოს ომში წასასვლელად ვემზადებით”, - მიმართა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს.

ლუკაშენკოს თქმით, წვრთნები ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ საზღვარზე ჩატარდება.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 9,5 მილიონიანი მოსახლეობით, სამხრეთით უკრაინას, ხოლო დასავლეთით ნატოს წევრ პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება.

interpressnews.ge