სამართალი
თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აშშ რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მისი თქმით, აშშ-მ თავიდანვე დააფიქსირა, რომ რუსეთისგან არის გარკვეული წინადადებები, რომლებიც ვერ განხორციელდება.

წერილობით წარვადგენთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება, რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ამერიკა, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორისაა ის რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ის სახელმწფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა 21 იანვარს ჟენევაში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას რუსეთი აშშ-სგან წერილობით პასუხს მიიღებს.