რელიგია
რომის პაპი: ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რომის პაპი ფრანცისკე საკვირაო მესის დროს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა.

პაპმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მკაცრად დაგმო.

„ღვთის სახელით, დაე მოისმინონ ტანჯული ხალხის ძახილი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები. ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ბარბაროსობაა და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ გააჩნია”, - განაცხადა პაპმა.