სამართალი
როგორც მთავარი პროკურატურის ვებგვერდი იტყობინება, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძეს აღმკვეთ ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
როგორც ცნობილია, ბიწაძეს ბრალად წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზება ედება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინათ ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქმრისთვის გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან მის გარდა ციხეში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის.