რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი - რუსეთის წინაშე ზელენსკისა და სააკაშვილის დამსახურების შესახებ

      დედა და ორი ძმა, ნაცისტი ექიმების ჯგუფი, რამდენიმე ფანატი, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები სააკაშვილის საქართველოდან გაყვანის უკანასკნელ მცდელობას ახორციელებენ. ერთიანობაში, პირადი დაცვის ყოფილი უფრსითურთ, ეს რამდენიმე ათეული ადამიანია, სხვას ნამდვილად არავის სურს სააკაშვილს ციხიდან გამოყვანაში დახმარება, მის მიერ შექმნილი პარტიის ლიდერშიპსაც კი, რომლებიც ბოლოსდაბოლოს დიქტატორისგან გათავისუფლდნენ. ვაშინგტონი და ლონდონი ჟანრის კრიზისს განიცდიან - სააკაშვილის გარდა კადრები არ დარჩად, ახალი კადრების გამოზრდა კი ხანგრძლივი და ძვირი პროცესია. ვინ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებს უკრაინასა და საქართველოში, თუ არა სააკაშვილი?! დაე, ბნედიანი, ლაჩარი, იდიოტი და ნაძირალა, მაგრამ „ჩვენი ნაძირალაა“, ეშლება დასავლეთს. დღეს სააკაშვილი რეალურად გამოფიტვას თამაშობს - იმედით, რომ დასავლეთი აიძულებს ღარიბაშვილს ან ზურაბიშვილს სააკაშვილის საზღვარგარეთ „სარეაბილიტაციოდ“ გაშვებას სასჯელის აღსრულების გადადებით ან, სულაც, შეწყალებით. ასეთი შანსი მეტი აღარც გამოჩნდება - მალე უკრაინა დაეცემა და სააკაშვილისთვის საერთოდ არავის არ ეცლება! თუმცა დღეს ათჯერაც რომ მოკვდეს, საქართველოსა და უკრაინაში, ცხინვალსა და დონბასში, მისი ბრძანებითა თუ მისი ხელშეწყობით, ათასობით მოკლულისა და სიკვდილით დასჯილის წინაშე დანაშაულს მაინც ვერ გამოისყიდის!

   რაც შეეხება „სააკაშვილ-2“-ს, ანუ ზელენსკის, შემთხვევითი როდია, რომ დღეს მასზე იმავეს ამბობენ, რასაც სააკაშვილზე 2008 წლიდან. საქართველოში ყველა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი კრემლის აგენტია, რადგან თითქმის იძულებით შეაჩეჩა რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო, კოდორის ხეობითა და შიდა ქართლის ასობით ქართული სოფლითურთ! სააკაშვილმა რუსულ საზელმწიფო ბიზნესს მიჰყიდა საქართველოს ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტი, უსახსოვრა რუსეთს საქართველოს ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრებაზე და ფართოდ გაუღო კარი მილიონ რუს ტურისტს. განა ბევრი მოიძებნება რუსი „პატრიოტი“ - მაგალითად, მინისტრი, რომლებმაც რუსეთისთვის იმდენი გააკეთეს, რამდენიც ქართველმა სააკაშვილმა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი, „მიხაილ ნიკოლაევიჩის“ გარდა, სხვანაირად არასდროს იხსენიებს?! სააკაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბად, უდიდესი როლი ითამაშა ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დაბრუნებაში, რადგან მისი დამსახურება „ევრომაიდანისა“ და „ატო“-ს საქმეებში, ნაცბატალიონი „აზოვისა“ და „ქართული ლეგიონის“ შექმნაში, ნამდვილად უზარმაზარია!

ზელენსკიზე კი ამბობენ, რომ ის კრემლის აგენტია, რადგან ზელენსკიმ დასავლეთს წაართვა ის 300 მილიარდი დოლარი და ევრო (და კიდევ მეტი!), რომელიც დასავლეთმა მოუპარა რუსეთს (მიწოდებული რუსული გაზის საფასური). თანაც, დასავლეთს ფულს აღარავინ დაუბრუნებს - სახელმწიფო, რომელიც დღევანდელ უკრაინას ჩაანაცვლებს, მისი საერთაშორისო ვალების ვალდებულებებს არ იკისრებს, ახალი ხელისუფლება უკრაინული „ისლამური სახემწიფოს“ (კიევის რეჟიმის) მოქმედებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს. ვერც ზელენსკის მოჰკითხავენ, რომელიც იმ დროისთვის სააკაშვილის ბედს გაიზიარებს.

ამასთან, ზელენსკიმ, ნებით თუ უნებლიედ, დაღუპა ევროპა ანტირუსული სანქციებით, დატოვა იგი რუსული გაზის, ნაფთობისა და სხვა ნედლეულის გარეშე. ასე მიაყენა პატარა ჯანბაზმა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს ორ თვეში ისეთი ზიანი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის ყველა მოწინააღმდეგე, მათი სპეცსამსახურებითურთ, დაპირისპირებითა და დივერსიით ვერ მიაყენებდნენ! ამის შემდეგ ძნელია გაუძლო ცდუნებას - ზელენსკის კრემლის აგენტი არ უწოდო!

ჯანდაბას ფული - „ხელის ჭუჭყი“, და რამდენი შეიარაღება ჩამოაწერა ზელენსკიმ დასავლეთს?! ამის გამო ნატოს ქვეყნების სამხედრო საწყობებში იარაღის დეფეციტი შეიქმნა, უკრაინაში კი რუსეთი მას ჯართად აქცევს მანამდე, სანამ ის გასროლას მოასწრებს! სამაგიეროდ, რუს ბიზნესმენებს დარჩება ბევრი ნედლეული და ექნებათ ბავრი შეკვეთა, რადგან ზელენსკის წყალობით, რომელიც 8 წლის განმავლობაში არ ასრულებდა მინსკის შეთანხმებებს და აიძულა რუსეთი ეომა, ყველა უცხოელმა მეწარმემ და ინვესტორმა უკრაინიდან გაიქცა! აი ასე გააცოცხლა ზელენსკიმ ზარმაცი რუსი მრეწველები, რომლებსაც ამ წლების მანძილზე კომფორტულად ეძინათ „ბოინგებსა“ და „მერსედესებში“, ახლა კი გამოჩნდება ახალი "ილები“ და "ნივები“- და კვლავ ვიკითხავთ მაღაზიებში რუსულ პროდუქციას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან სანდოობისა და ხარისხის ექვივალენტი იყო! სად წაიღონ ახლა მთელი საქონელი ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომელიც ისედაც ვერ უწევდა კონკურენციას ჩინეთსა და კორეას - კომპიუტერები, ავტომანქანები, ტანსაცმელი - ყველაფერს ვერც ჩამოთვლი!

   ზელენსკიმ პუტინი სიცოცხლეშივე წმინდანად აქცია, იმიტომ რომ სტალინის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ერთადერთმა გაბედა და მთელი რუსეთი ნაციზმის წინააღმდეგ ფეხზე წამოაყენა! ეს, რა თქმა უნდა, პუტინის გადასაწყვეტია, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანი, ვინც რუსული რუბლი კონვერტირებად ვალუტად აქცია, სამეფო მადლობას იმსახურებს! ეს ვერ მოახერხა ვერც ერთმა რუსმა მინისტრმა-ფინანსისტ-ეკონომისტმა, რომლებიც დღეს რუსეთიდან გარბიან!

ცალკე, რუსი ხალხი უნდა ემადლიერებოდეს ზელენსკის, რადგან რუსეთი ერთდროულად ამდენმა მოღალატემ დატოვა - „შემოქმედებითი ინტელიგენციის” კახპებმა, ძირითადად - არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის!

   და ბოლოს, ზელენსკიმ რუსეთს დაუბრუნა მისი ისტორიული ტერიტორიის ნახევარი - კიევის რუსეთი, რუსწთის “ოკრაინა“, ანუ - უკრაინა, რომელიც რუსეთის იმპერატორებისა და კომუნისტი მმართველების მიერ ცუდი ადამიანების - ნაცისტების მფლობელობაში გადავიდა! მეტიც, ზელენსკიმ დღეს ყველა ეს ცუდი ადამიანი ერთად შეკრიბა, რათა რუსებმა ერთ ქვაბში მოხარკონ და არ სდიონ ნაცისტები ცალ-ცალკე მთელ უკრაინაში!

მითი აშშ-სა და ნატოს სამხედრო ძლიერებაზე გაქარწყლდა - ჯერ კიდევ გუშინ ერთპოლარულმა მსოფლიომ დაინახა, რომ მათ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ეშინიათ! ვფიქრობ, რომ მარტო ამისთვის რუსეთმა ზელენსკის არანაკლებ გულუხვად უნდა გადაუხადოს, ვიდრე დასავლეთმა - გორბაჩოვს და შევარდნაძეს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 5 მაისი
საქართველო, თბილისი