სამართალი
პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. დიდი ოთხეულს – Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG-ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.