უცხოეთი
ოლაფ შოლცი - გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის, ასევე უკრაინის და მისი მოქალაქეების მხარდაჭერის გაგრძელების დემონსტრირება

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის, ასევე უკრაინის და მისი მოქალაქეების მხარდაჭერის გაგრძელების დემონსტრირება. ამის შესახებ კიევში ჩასვლამდე გერმანიის ლიდერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა „ბილდთან“ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, ასევე გვინდა მკაფიო გავხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ორგანიზებას ვუწევთ – ფინანსურს და ჰუმანიტარულს, ასევე, როდესაც საქმე იარაღს ეხება“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელება იმდენ ხანს, „რამდენიც საჭირო იქნება დამოუკიდებლობისთვის, უკრაინის ბრძოლისთვის“.

გერმანიის ლიდერმა სანქციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ისინი ხელს უწყობენ იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ოპერაცია და გაიყვანოს თავისი ძალები, რადგან ეს არის მიზანი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

1tv.ge