პუბლიკაციები
Politico - ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტს გეგმავს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შაბათ-კვირას სომხეთში ვიზიტს და პრემიერ - მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე ინფორმაციით, იგეგმება შეხვედრები სომხეთის სხვა მაღალჩინოსნებთანაც.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთში ვიზიტი დაგეგმილია ბერლინში დიდი შვიდეულის ქვეყნების სპიკერების სამიტის შემდეგ.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, ვაშინგტონში საუბრობენ, რომ პელოსის სურს, განამტკიცოს თავისი მემკვიდრეობა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველისა, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მის გარშემოც.

როგორც მედია წერს, პელოსისთან ერთად სომხეთში გაემგზავრება წარმომადგენელთა პალატის წევრი კალიფორნიის შტატიდან ჯეკი შპაიერი, რომელიც იმავდროულად, არის რამდენიმედან ერთ-ერთი სომეხი წარმომავლობის ამერიკელი დეპუტატი კონგრესში.

interpressnews.ge