რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვატოპედის მონასტრის დელეგაციას უმასპინძლა (15.09.2022)

 საქართველო, 19 სექტემბერ,ი, საქინფორმი. ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი და მისი თანმხლები პირები მიიღო. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც.

არქიმანდრიტმა ეფრემმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა ქართველი ბერების მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატის - ,,მანუგეშებლის“ ზუსტი ასლი, რომელიც მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდება.

მამა ეფრემმა განაცხადა ისიც, რომ ასრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ხნის სურვილი და ათონის მთაზე წირვა-ლოცვა უკვე ქართულადაც აღესრულება.

მისმა უწმინდესობამ სტუმარს საქართველოს ეკლესიისა და ქართველებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა, დალოცა იგი და ღვთის სადიდებლად კვლავაც ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.