რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ცნობადობა და თანამდებობა ღირსების სინონიმები არ გახლავთ

   „ყველაზე მეტად მეზიზღება მეტიჩრობა, ამიტომ არ მიყვარს სოცქსელებში აქტივობა და სელფის გადაღება ე.წ. ცნობად სახეებთან და მერე ფეისბუქზე გაზიარება (მეგობრებთან ერთად ფოტოსურათების გადაღებას ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება). სამწუხაროდ, დღეს არც საზოგადოებაში ცნობადობა და არც მაღალი თანამდებობა ღირსებისა და თავდაბლობის სინონიმები არ გახლავთ, არადა, ადრე საქართველოში ეს ორი რამ პირდაპირ პროპორციაში იყო - რაც უფრო დამსახურებული და მაღალ თანამდებობაზე იყო პიროვნება, მით უფრო მოკრძალებულად იქცეოდა და ცხოვრობდა.

   რატომ ვწერ ამ ყველაფერს? აქაოდა, კელი დეგნანი თავდაცვით იარაღს გვთავაზობდა, რუსებისგან რომ უფრო კარგად დაგვეცვა თავიო“, - წერს ფეისბუქზე მავანი კომენტარებში ჩემს გუშინდელ პუბლიკაციაზე. აი, ბატონო, სავალალო შედეგი დასავლური პროპაგანდისა, ცნობადი ქართველების გონებაჩლუნგობისა და უღირსი ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნის! აშშ-ის ელჩი ბოროტად სარგებლობს იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად იქცევა და არასოდეს არ გასცემს - რის სანაცვლოდ გვთავაზობდა აშშ იარაღს თავისი ელჩის პირით! კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არასოდეს საჯაროდ არ იტყვის - რაში არწმუნებდა მას დეგნანი სამი საათის განმავლობაში. არც მე მაქვს ხელი აღებული კაცობასა და რაინდობაზე, მაგრამ სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე, ბატონი ბიძინას ადგილას, ამას ვიტყოდი!

მაგრამ თუნდაც ასეა, თუ აშშ მართლა ლამის ძალით გვტენიდა "თავდაცვით" იარაღს ჩვენი კეთილდღეობისთვის, მაშინ რატომ არ მოგვცეს ბოლო-ბოლო ეს იარაღი? რა პირობა არ შეასრულა საქართველომ ამისთვის? ადრე არ აგვიღია ამერიკისგან საჩუქარი, თუ როგორ არის საქმე?! ამჯერად რატომ ვუთხარით უარი? ივანიშვილის პირით უარი ხომ არ ვუთხარით მეორე ფრონტის გახსნაზე, და იმიტომ?! ჩუქებას პირობა არ მოჰყვება, მაშინ გამოდის, რომ ეს საჩუქარი არ ყოფილა, ხომ ასეა? არ არსებობს, სუბარის კვარტეტი ყველაზე ინფორმირებული იყოს, თუნდაც თავდაცვის თუ სხვა ძალოვან მინისტრზე. მაშ, რატომ არიან ჩუმად?!

და კიდევ - თუ აშშ საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ რატომ გვთავაზობდა იარაღს ლენდ-ლიზით, ანუ ვალად (“ლენდ-ლიზ"- ინგლისური "lend" - სესხება და "lease" – იჯარით მიცემა, მიქირავება)? იმიტომ ხომ არა, რომ წინა "საჩუქრებისგან" განსხვავებით, ეს უნდა ყოფილიყო არა „იროკეზებივით“ მოძველებული და ჩამოწერილი, არამედ ახალი და თანამედროვე, დღეს უკრაინას რომ აწვდიან, იმნაირი? და იქნებ რომელიმე ქართველმა მეტიჩარამ თუ ცნობადმა სახემ ბარემ გვითხრას - რომელია "თავდაცვითი" იარაღი და რით განსხვავდება ის თავდასხმითისაგან?! ელექტროშოკი და გაზის იარაღიც კი თავდასხმის შესანიშნავი იარაღია, არაფერს ვამბობ პისტოლეტსა და ავტომატზე, მით უმეტესს სარაკეტო კომპლექსებზე - საზენიტო „ჯაველინსა“ თუ საარტილერიო „ჰამერსებზე”. ანუ, „თავდაცვითი“ იარაღი არ არსებობს, არსებობს მარტო თავდაცვის სამინისტრო“, — წერს არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.

2022 წლის 3 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი