უცხოეთი
აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. 3 ოქტომბრის საღამოდან და 4 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველის, ზეილიკისა და ისთისუს დასახლებებისა და თოვუზის რაიონის აღდამისა და გარალარის დასახლებების მიმართულებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

“გაცნობებთ, რომ სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

interpressnews.ge