სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია ვერ პატიობს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან დიქტატურა დაასრულა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციის მთავარი სურვილი გასაგებია, ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს - ჩვენ ავიღეთ დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის წარმატება და ყველა მიღწევა სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

ოპოზიციის მთავარი სურვილი გასაგებია, ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 -ელ ოქტომბერს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული პოლიტიკა, საშინაო-საგარეო პოლიტიკა. ყველა ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას, ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ - იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს არის ის ხელშესახები შედეგები. ახლა, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიცით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.