რელიგია
დიდი ბრიტანეთის ელჩი ილია მეორეს შეხვდა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მარკ კლეიტონი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, შეხვედრაზე დედოფალ ელიაბედ II-ის ღვაწლზე, დიდ ბრიტანეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრეს.

მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელი შედეგები“, – წერს მარკ კლეიტონი.

საქინფორმი