უცხოეთი
„ბიბისი“ - ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლუკაშ იასინმა განაცხადა.

პოლონეთი ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეუთო-ს სხდომა 1-2 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ ლოძიში გაიმართება, სადაც რუსულ დელეგაციას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ჩასვლის უფლებას არ მისცემენ.

1tv.ge