უცხოეთი
შვეიცარიამ 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 7.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების (დაახლოებით 7.9 მილიარდი აშშ დოლარი) რუსული აქტივები გაყინეს.

„გაყინული თანხები შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი პირები ხდებიან სანქციების ობიექტი ან გამოვლენილია ახალი აქტივები“, - აცხადებენ შვეიცარიის ფინანსთა სამინისტროში.

Guardian-ი წერს, რომ შვეიცარია ხელსაყრელი ადგილია მდიდარი რუსებისთვის და მათი აქტივებისთვის. ქვეყნის ბანკებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთში დაფუძნებული კომპანიების დეპოზიტების მიღება 100 000-ზე მეტი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.

interpressnews.ge