უცხოეთი
ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს - როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ იარაღის ძმები

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეერთებული შტატები და საფრანგეთი კვლავ უნდა გახდნენ „იარაღში ძმები“, რათა ორი დემოკრატია გაერთიანდეს და დაეხმაროს უკრაინას სუვერენულ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეჭრის წინააღმდეგ.

CNBC-ის მიხედვით, ეს განცხადება მაკრონმა ვაშინგტონში ვიზიტის პირველ დღეს გააკეთა.

„როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნები და საზოგადოება აწყდება, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ იარაღის ძმები“ , - თქვა მაკრონმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

interpressnews.ge