რელიგია
25 დეკემბარს, ქრისტეშობის დღეს, პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შეუსრულდა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 2022 წლის 25 დეკემბერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისტორიული თარიღია. 1977 წლის 23 დეკემბერს, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს, 25 დეკემბერს კი ილია მეორის ინტრონიზაცია შედგა (იხ. ვიდეო აქ). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.