რელიგია
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი.

„მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესო, ღვთის სიყვარულში თანამოძმევ და თანამსახურო! გულით გილოცავთ აღსანიშნავ თარიღს, თქვენს 90 წლის იუბილეს.

თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყრელადაა კავშირში ქრისტესთან, რომელიც ყრმობიდან გიყვართ. ეკლესიის დევნის დაუნდობელ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. წმინდა სერგის დიდ კელიაში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, თქვენ შეუდექით ივერიის ეკლესიის კეთილდღეობისთვის გულმოდგინე შრომას, რითაც უფლის ნაბოძები ძღვენი გაამრავლეთ. ქრისტეს დიდებისადმი თქვენი მოწიწებისა და თავგამოდების დანახვის შედეგად, თანამეუფეებმა აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდით თქვენთვის მინდობილ ხვედრს, სამწყსოს ევლინებოდით ხატად ღირსეული პირველი იერარქისა, რომელსაც მოეთხოვება იყოს უბიწო, როგორც მნე ღვთისა, სიკეთისმოყვარე, სამართლიანი და ღვთისმოსავი (ტიტ. 1.7-8). თქვენი მდიდარი გამოცდილება, როგორც ამქვეყნიური, ისე სულიერი, რომელსაც ყოველ თქვენთან მოსულს გულუხვად უზიარებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფას ქონებად გვევლინება.

მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებ ღვთის გულუხვ წყალობას, მშვიდობას, ბედნიერებასა და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში".