აქტუალური
ირაკლი ზარქუა: „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები უნდა მოისმინოთ, როგორც „შაბათის შოუ“

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. უნდა უყუროთ, როგორ აგინებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს. საღამოს უნდა ჩართოთ ტელევიზორი და მოისმინოთ მათი განცხადებები, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი. ვაშაძეს რაც შეეხება, 4 კაცი ჰყავდა პარტიაში და ორი შემორჩა. „ტროიკის“ მიერ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა და მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა. მანვე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადება, რომ 2023 წელს ოპოზიციას ერთიანი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს, რომლის მიზანი „ხელისუფლებიდან „რუსული ოცნების“ ჩამოშორება იქნება“ და აღნიშნა, რომ დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ უნახავთ.

გუშინნაცებმათავისი ასკაციანილაშქარირამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. ეს აჩვენებს, რომ იმათ ის პატიმარიც {მიხეილ სააკაშვილი} არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა სკამისთვისნაციონალურ მოძრაობაში“, რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. უბრალოდ უნდა ვუყუროთ, როგორ დასდევენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ, საღამოს უბრალოდ უნდა ჩართოთ, როგორცშაბათის შოუ“, გასართობი და უყურო, მოისმინო, ერთის, მეორის, მესამის, მერე ისევ პირველის განცხადებები - აგონიაში არიან. ყოველთვის ასეთი პარტია იყო, ვიწროპარტიულ ინტერესებზე ფიქრობდნენ. ახლა ვინც აღზარდეს, ვინც გამოიჩეკნენ, სამი თუ ოთხი, რომ კითხო ყველა ლიდერია, მაგრამ გამოკვეთილი ვინც არის, იბრძვის კეზერაშვილის ფულისა და გავლენებისთვის პარტიაში.

ნაციონალურ მოძრაობასარაფერი გამოუვიდა და ვაშაძე, რომელსაც 3 თუ 4 ადამიანი ჰყავდა პარტიაში და ბოლოს ორი შემორჩა... ამ კაცის ჩატარებული აქციების არ მჯერა. ვისაც სჯერა, გაყვეს. რა ვაშაძე, რა აქციები, რა ცხელი ზამთარი თუ შემოდგომა, კარგი რა! ერთი ხელმოცარულია, რომელიც ვიღაცისგან დაფინანსებას იღებს, კარგად ვიცით ვისგანაც და ცდილობს ეს დაფინანსება გაამართლოს, ვითომ რაღაცას ცდილობს. ის გიჟიჯაფარარომ დარბოდა ვითომ გასულ წელს, აზომვებს რომ აკეთებდა ვითომ აქ, რაღაც მარაზმი, მეორე რუსეთიდან ფინანსდება ქალბატონი ხოშტარია და მერე თქვა, მე არა მამაჩემიო და ამტროიკასმიერ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას რა. შეიკრიბება ისევ 15-20 კაცი, როგორც დარბოდნენ, მოატყუებენ ერთმანეთს, მერე ისევ დაიშლებიან, მერე ისევ შეიკრიბებიან. სად არის ცხელი შემოდგომა რომ დაგვიანონსეს? ზამთარიც ცხელი უნდა ყოფილიყო. თბილი ამინდი კი გვაქვს, მაგრამ ეს ვაშაძეს არ უკავშირდება. ვურჩევდი, თუ რამე სათქმელი აქვს, გამოიყენოს პარლამენტი და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შემოუერთდეს“, - განაცხადა ზარქუამ.