აქტუალური
გერმანიის ელჩი: მიხეილ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდება ამ საკითხს.

როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს.

რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუს დროს.