აქტუალური
საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, დეკემბერში ინფლაცია 9.5 პროცენტი იყო

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ 9.5 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 9.8-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 15.6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 9.5%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14.4%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 9.3%; ჯანმრთელობის დაცვა – -4.7%; ტრანსპორტი – 4.9%; კავშირგაბმულობა – -0.2%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 13.6%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.