აქტუალური
ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.