აქტუალური
ბაიდენმა აღიარა, რომ საიდუმლო დოკუმენტები მის სახლში ინახებოდა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სახლში, „პირად ბიბლიოთეკაში“ ინახავდა.

ბაიდენის გამოსვლის ტრანსლაცია C-Span-მა განახორციელა.

მან განმარტა, რომ დოკუმენტები მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელია.

მისი თქმით, მისმა ადვოკატებმა იუსტიციის სამინისტროს მის სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ აცნობეს.

მანამდე თეთრი სახლის სპეციალურმა მრჩეველმა რიჩარდ საუბერმა განაცხადა, რომ ბაიდენის იურისტებმა ვილმინგტონში, მისი სახლის ავტოფარეხში იპოვეს მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი ახალი საიდუმლო დოკუმენტები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ვაშინგტონში, ანალიტიკური ცენტრის შენობაში ბაიდენის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად მუშაობის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ.